ახალი დეტალები გლდანში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ

ახალი დეტალები გლდანში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ

უბედური შემთხვევა გლდანში რამდენიმე საათის წინ მოხდა. ქერჩის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან მცირეწლოვანი გადმოვარდა. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფოს 6 წლის ბიჭი გარდაცვლილი დახვდათ.

როგორც ირკვევა ბავშვმა თავად გააღო აივნის კარი და მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. დაღუპულის მამის თქმით, მან ბავშვს საჭმელი აჭამა და სამზარეულოში რამდენიმე წამით შევიდა ქვაბის დასადებად, სწორედ ამ დროს გავიდა ბავშვი აივანზე და გადავარდა.

შემთხვევის შესახებ კომენტარს აკეთებს ოჯახის მეზობელი. "როგორც თქვეს, მამა საჭმელს უმზადებდა თურმე და ბავშვი წამებში გაიპარა... კარი ღია იყო. სულ დარაჯობდნენ თურმე, მაგრამ ახლა ზაფხულია და გამოაღეს ალბათ ცოტა ხნით..."

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია