კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:37 / 30-06-2017
ვინ იყო 17 წლის გოგონა, რომელიც ჩაქვში მდინარეში ძმის გადასარჩენად გადახტა და დაიღუპა
ჩაქვის მდინარეში დაღუპული 17 წლის ვიოლა მელაძის ამბავმა მთელი სანათესაო შეძრა.

არასრულწლოვანი გოგონა მცირეწლოვან ძმასთან და ბებიასთან ერთად, ჩაქვში, ნაგირავებ ბინაში ცხოვრობდა. ბავშვების მშობლები წლებია თურქეთში მუშაობენ, რომ ბათუმში ბინის შესაძენი ფული შეეგროვებინათ. ვიოლას მშობლები სტამბოლიდან 26 ივნისს დაბრუნდნენ, რომ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ შვილებიც თურქეთში წაეყვანათ.

როგორც ცნობილია, 28 ივნისს მელაძეები მაღალმთიანი ხულოს სოფელ დიდაჭარაში წავიდნენ ბებია-ბაბუის მოსანახულებლად, 29 ივნისს კი კვლავ ჩაქვში დაბრუნდნენ. სწორედ იმ დღეს, როცა ტრაგედია მოხდა, მშობლებს ბავშვები თურქეთში უნდა წაეყვანათ, სადაც სექტემბრამდე, სასკოლო პროცესის დაწყებამდე დარჩებოდნენ.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ვიოლა 9 წლის ძმას დედასავით უვლიდა - ამეცადინებდა, აძინებდა, მასთან ერთად დადიოდა ყველგან. მათივე თქმით, გოგონას ორი ოცნება ჰქონდა: გამხდარიყო დიზაინერი და ეცხოვრა მშობლებთან ერთად საკუთარ ბინაში.

29 ივნისს, ტრაგედიის დღეს, და-ძმამ თურქეთში გამგზავრებამდე მდინარეზე საბანაოდ გასვლა მოისურვეს. ოჯახი ჩაქვის მდინარეზე წავიდა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, მდინარეში ბანაობის დროს დინებამ გოგონას ძმა გაიტაცა. ვიოლამ შენიშნა, რომ ბავშვი თავისით ვერ გამოვიდოდა ნაპირზე და ამიტომაც ტანსაცმლიანად გადაეშვა წყალში. ახლობლები
ამბობენ, რომ ვიოლამ ცურვა იცოდა, მაგრამ სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ტანსაცმელი ეცვა, ვერ მოახერხა ნაპირზე გამოსვლა. დედის და ბებიის კივილზე ახლოს მყოფი ახალგაზრდა ბიჭი გაიქცა საშველად. ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდამ წყალში გადახტომისას მხარი ქვას დაარტყა და მოიტეხა, მაგრამ მაინც შეძლო 9 წლის ბიჭის ნაპირზე გამოყვანა. შემდეგ გოგონას საშველად მეორედაც შეცურა მდინარეში, თუმცა, სამწუხაროდ, უკვე დაგვიანებული იყო, ვიოლა მელაძის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა...
13:30 / 15-07-2017
ewredau
0
ვიოლაც გმირია და ის ვაჟკაციც საშველად რომ გადაეშვა....
15:07 / 01-07-2017
jaba
1
აქ იმას არ ამბობენ რომ ეს 9წლის ბიჭიც და ის ბიჭიც მაშველებმა გადაარჩინეს და არც არავის მოუტეხია მხარი.. თვითონაც იხრჩობოდა და მაშველების დახმარებით გადარჩა დახრჩობას ეგეც..
მსგავსი სიახლეები
და-ძმა მდინარეში ბანაობდა, რა დროსაც მდინარის დინებამ მოზარდები ზღვაში გაიყოლა
ჩაქვში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ
დაბა ჩაქვში ავტოავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:36 / 23-09-2017  Image ბოლო ინფორმაცია დაბა წაღვერიდან - არსებობს თუ არა ხანძრის გავრცელების საფრთხე
"სიტუაციას ამ ეტაპზე ვაკონტროლებთ"
16:26 / 23-09-2017  Image მოქალაქეების საოცარი ჟესტი: ათასობით ამსტერდამელი მომაკვდავი მერის სახლთან შეიკრიბა მისთვის პატივის მისაგებად
+VIDEO ტაშისა და აპლოდისმენტების შემდეგ, შეკრებილებმა სიმღერა "Aan de Amsterdamse grachten" შეასრულეს
11:10 / 23-09-2017  Image "შეერთებულ შტატებს "ომი" აქვს რუსეთთან..." - მორგან ფრიმანის ვიდეომიმართვამ რუსები განარისხა
"ემოციური გადატვირთვის მსხვერპლი" - მორგან ფრიმანი რუსული საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში
22:48 / 22-09-2017  Image ლვოვის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა
+VIDEO მოსამართლის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დამნაშავედ
15:44 / 23-09-2017  Image საოცარი სახლი, სადაც ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის სიყვარული ცხოვრობდა...
მისაღებში ახლაც დგას ის ძველი მრგვალი მაგიდა, რომელზეც ზამთარ-ზაფხულ წითელმიხაკებიანი ლარნაკი იდგა...
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49