ვინ იყო 17 წლის გოგონა, რომელიც ჩაქვში მდინარეში ძმის გადასარჩენად გადახტა და დაიღუპა

ვინ იყო 17 წლის გოგონა, რომელიც ჩაქვში მდინარეში ძმის გადასარჩენად გადახტა და დაიღუპა

ჩაქვის მდინარეში დაღუპული 17 წლის ვიოლა მელაძის ამბავმა მთელი სანათესაო შეძრა.

არასრულწლოვანი გოგონა მცირეწლოვან ძმასთან და ბებიასთან ერთად, ჩაქვში, ნაგირავებ ბინაში ცხოვრობდა. ბავშვების მშობლები წლებია თურქეთში მუშაობენ, რომ ბათუმში ბინის შესაძენი ფული შეეგროვებინათ. ვიოლას მშობლები სტამბოლიდან 26 ივნისს დაბრუნდნენ, რომ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ შვილებიც თურქეთში წაეყვანათ.

როგორც ცნობილია, 28 ივნისს მელაძეები მაღალმთიანი ხულოს სოფელ დიდაჭარაში წავიდნენ ბებია-ბაბუის მოსანახულებლად, 29 ივნისს კი კვლავ ჩაქვში დაბრუნდნენ. სწორედ იმ დღეს, როცა ტრაგედია მოხდა, მშობლებს ბავშვები თურქეთში უნდა წაეყვანათ, სადაც სექტემბრამდე, სასკოლო პროცესის დაწყებამდე დარჩებოდნენ.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ვიოლა 9 წლის ძმას დედასავით უვლიდა - ამეცადინებდა, აძინებდა, მასთან ერთად დადიოდა ყველგან. მათივე თქმით, გოგონას ორი ოცნება ჰქონდა: გამხდარიყო დიზაინერი და ეცხოვრა მშობლებთან ერთად საკუთარ ბინაში.

29 ივნისს, ტრაგედიის დღეს, და-ძმამ თურქეთში გამგზავრებამდე მდინარეზე საბანაოდ გასვლა მოისურვეს. ოჯახი ჩაქვის მდინარეზე წავიდა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, მდინარეში ბანაობის დროს დინებამ გოგონას ძმა გაიტაცა. ვიოლამ შენიშნა, რომ ბავშვი თავისით ვერ გამოვიდოდა ნაპირზე და ამიტომაც ტანსაცმლიანად გადაეშვა წყალში. ახლობლები ამბობენ, რომ ვიოლამ ცურვა იცოდა, მაგრამ სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ტანსაცმელი ეცვა, ვერ მოახერხა ნაპირზე გამოსვლა. დედის და ბებიის კივილზე ახლოს მყოფი ახალგაზრდა ბიჭი გაიქცა საშველად. ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდამ წყალში გადახტომისას მხარი ქვას დაარტყა და მოიტეხა, მაგრამ მაინც შეძლო 9 წლის ბიჭის ნაპირზე გამოყვანა. შემდეგ გოგონას საშველად მეორედაც შეცურა მდინარეში, თუმცა, სამწუხაროდ, უკვე დაგვიანებული იყო, ვიოლა მელაძის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა...

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია