ყოფილი პრემიერ-მინისტრის თენგიზ სიგუას 16 წლის შვილიშვილი გარდაიცვალა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის თენგიზ სიგუას 16 წლის შვილიშვილი გარდაიცვალა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის თენგიზ სიგუას შვილიშვილი დაიღუპა. 16 წლის ქეთი სიხარულიძე თენგიზ სიგუას ქალიშვილის, ირინა სიგუას შვილი იყო. გოგონა თურქეთში ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ გარდაიცვალა. მას ოპერაცია 21 ივნისს ჩაუტარდა და ღვიძლი დედამ გადაუნერგა.

დაღუპული გოგონას ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში წერს:

"ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც მე და ჩვენ ოჯახს ცხოვრებისგან ერგო... შეუდარებლად თბილი, ლამაზი, ჭკვიანი, კეთილი, ყველას მიმართ კეთილიგანწყობილი და პოზიტიური... სადაც კი იყო, ყველგან სინათლე და სითბო შემოჰქონდა. მონდომებით დადიოდა თეატრალურ წრეში, მღეროდა, ცეკვავდა, ბოლოს დიპლომატიურ აკადემიაშიც დაიწყო სიარული და იქ წარჩინების დიპლომი დაიმსახურა. მას ძალიან უნდოდა სიცოცხლე, სასწრაფოს რომ მიჰყავდა საავადმყოფოში შეეკითხა - "ხომ გადამარჩენთო".

დედაშენმა დაუფიქრებლად მოგცა თავის ღვიძლი, თან ბედნიერმა დამირეკა იზმირიდან - ანატომიურად კარგი ღვიძლი მაქვსო, გადანერგვის პრობლემა არ იქნებაო. როგორც ჩანს ყველაფერი დაგვიანებული იყო? ვერ გაგიფრთხილდით ქეთი ან ეს იყო შენი ბედი? არ ვიცი, სულ ამას ვფიქრობ. ერთია სანუგეშო - ანგელოზად მოხვალ..."

ოპერაციამდე ერთი დღით ადრე, 20 ივნისს ქეთის დედამ ირინა სიგუამ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა:

"თანადგომა შეუფასებელია, სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო მადლიერება თითეული თქვენგანის მიმართ ამხელა მხარდაჭერისთვის. ყოველ წუთს ვგრძნობ ულევ სითბოს. იმედია ხვალ ყველაფერი კარგად ჩაივლის და მალე დავბრუნდებით მე და ქეთი ერთად და ჯანმრთელად თბილისში. უღრმესი მადლობა". 21 ივნისს ქეთის ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა სამწუხაროდ ოპერაციამ წარუმატებლად ჩაიარა...

ქეთი სიხარულიძე გუშინ, 29 ივნისს თბილისში დაკრძალეს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია