ავტომობილი, რომელშიც 5 მგზავრი იმყოფებოდა, კვარიათში ზღვაში გადავარდა

ავტომობილი, რომელშიც 5 მგზავრი იმყოფებოდა, კვარიათში ზღვაში გადავარდა

კვარიათში მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ზღვაში გადავარდა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

ავტომობილში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ზღვიდან ამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ოთხ დაშავებულს კი დაჟეჟილობა აღენიშნება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ხილეთ ვიდეო

ფოტო: აჭარის ტელევიზია

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია