ორთაჭალაში სამარშრუტო ტაქსი BMW-სთან შეჯახების შედეგად გადაბრუნდა

ორთაჭალაში სამარშრუტო ტაქსი BMW-სთან შეჯახების შედეგად გადაბრუნდა

თბილისში, ორთაჭალაში, რესტორან "ასტორიასთან" ავარიის შედეგად სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით, 08:00 საათზე მოხდა. ერთმანეთს BMW-ს მარკის ავტომობილი და ნომერ 161 სამარშრუტო ტაქსი შეეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ფოტო ფეისბუქიდან

როგორც AMBEBI.GE-ს კომპანია "თბილისის მირკოავტობუსში" განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, აქედან 5 მათგანი სახლში უკვე გაწერეს, ხოლო 3 კვლავ საავადმყოფოში რჩება, თუმცა მსუბუქი დაზიანებები აქვთ. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ დაშავებულებს სახლში დღის ბოლომდე გაწერენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია