10 ბაზრობა, რომელიც 2012 წლის შემდეგ, საქართველოში დაიწვა

10 ბაზრობა, რომელიც 2012 წლის შემდეგ, საქართველოში დაიწვა

1. 2012 წლის 15 ნოემბერს დილით ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა სავაჭრო ობიექტების 600-700 კვადრატული მეტრი ფართობი გაანადგურა.

2. დიდუბეში, სავაჭრო ცენტრ "საბაში", 2013 წლის თებერვალში, ხანძრის შედეგად 6 ათას კვადრატულ მეტრ ფართზე მეტი დაიწვა. ხანძრის შედეგად შენობის მეორე სართული მთლიანად განადგურდა და ნაწილობრივ ჩამოიშლა. იმ ნაწილიდან კი, რომელზეც ცეცხლი არ გავრცელებულა მოვაჭრეებმა ავეჯის გამოტანა მოასწრეს.

3. თბილისის აკვაპარკში ხანძარი 2013 წლის 16 ივლისს, საღამოს გაჩნდა. ხანძრის შედეგად სამი შენობა დაიწვა, რომლებიც ერთმანეთისგან ბილიკებით იყო დაშორებული. დამწვარი ფართი ტერიტორიის დაახლოებით 1 000 კადრატულ მეტრს მოიცავდა.

4. სენაკის ბაზრობას ხანძარი 25 აგვისტოს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ბაზრობის თითქმის მთელი ტერიტორია, 3 000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

5. თბილისში, ე.წ. ბოშების ბაზრობა 2014 წლის 16 სექტემბერს დაიწვა. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ვაგზლის მოედანზე, წინამძღვრიშვილის #198-ში 2 500 კვ.მ ფართობი დაიწვა.

6. ბათუმში, ე.წ. ხოფას ბაზრობა 2014 წლის 7 დეკემბერს დაიწვა. ხანძარი ბაზრობის

მეხუთე რიგში არსებულ საახალწლო პიროტექნიკის მაღაზიას გაუჩნდა, საიდანაც ცეცხლი დაახლოებით 500-დან 600 კვადრატული მეტრის ტერიტორიას მოედო.

7. 2014 წლის 27 დეკემბერს ხანძარი გაჩნდა ელიავას ბაზრობაზე, სადაც ცეცხლი ძველი ავტომობილების ნაწილების ჯიხურებს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დაახლოებით 150 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

განაგრძეთ კითხვა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია