თურქეთში ქართველი ემიგრანტი მოკლეს

თურქეთში ქართველი ემიგრანტი მოკლეს

არსებული ინფორმაციით, თურქეთში, ბაირამ ფაშაში ქართველი ემიგრანტი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტთა იმედის" ხელმღვანელი შოთა სიხარულიძე ავრცელებს, რომელსაც გარდაცვლილის და დაუკავშირდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში დანით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები აქვს და ამ დროისთვის ის პროზექტურაშია გადასვენებული.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჯერჯერობით ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ საკონსულოში შესული არ არის. მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება.

თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს - ემიგრანტების ინფორმაციით, ქალი მანქანაში ჩაცხრილეს

ყაზბეგიდან თბილისში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოჰყავთ, მათ შორის 2 ბავშვია

ნიკა გვარამიას სასამართლოს შენობის შესასვლელთან ფიზიკურად გაუსწორდნენ - შსს-ს კომენტარი