ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია

ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია

ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, 112-ში შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ლილოს ნაგავსაყრელზე მყარი ნარჩენები იწვოდა, ცოტა ხნის წინ შევიდა.

"შეტყობინების მიღებისთანავე ჩვენი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ოპერატიულად გავიდნენ ადგილზე. 5 სახანძრო იმყოფება ადგილზე და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები", - განაცხადეს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

მათივე თქმით, ცეცხლი ჰექტარნახევარ მიწის ფართობზეა გავრცელებული და სამუშაოების წარმოებას ძლიერი ქარი აფერხებს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია