ქობულეთში ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა

ქობულეთში ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მცირეწლოვანი და შავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ქობულეთის რეგიონული საავადმყოფოს მთავარი მენეჯერის რაულ პაქსაძის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მას დაჟეჟილობები და ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება. მისივე თქმით, დაშავებული სტაციონარშია მოთავსებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია