კასპში მაშველები დაკარგულ ტურისტებს ეძებენ

 კასპში მაშველები დაკარგულ ტურისტებს ეძებენ

მაშველები ოთხ გაუჩინარებულ ადამიანს ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, 5 ივლისს, გვიან ღამით უწყებაში შევიდა შეტყობინება, რომ ოთხი ადამიანი ტყეში შევიდა და გზა ვეღარ გამოიგნო.

"გვიან ღამით თავად დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ გზას ვერ იგნებდნენ. მას შემდეგ კავშირი გაწყდა და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები", - აცხადებენ სააგენტოში.

არაოფიციალური ინფორმაციით, დაკარგულები ტურისტები არიან.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია