ავარია გორის ციხესთან: მოტოციკლისტი მემორიალს დაეჯახა

ავარია გორის ციხესთან: მოტოციკლისტი მემორიალს დაეჯახა

გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და იქვე მდებარე რუსთაველის მემორიალზე ავარდა. მძღოლი დაშავებულია. სატრანსპორტო საშუალება კი სრულად გამოვიდა მწყობრიდან.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ჯგუფები იმყოფებიან. ავარიის შედეგად დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორის საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოში გადაყვანამდე მოტოციკლის მძღოლმა პოლიციას უთხრა, რომ მუხრუჭი გამოვიდა მწყობრიდან და გზის სავალი ნაწილიდან ამიტომ გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლი გორის მცხოვრებია. ახალგაზრდას ავარიის შედეგად მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.  ნახეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია