ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრისგან დაზარალებულმა ერთ-ერთმა მოვაჭრემ ვენები გადაიჭრა

ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრისგან დაზარალებულმა ერთ-ერთმა მოვაჭრემ ვენები გადაიჭრა

ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთმა მოვაჭრემ ვენები გადაიჭრა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

თვითმხილველების თქმით, მოვაჭრეს დილით გაჩენილი ხანძრის შედეგად ყველაფერი დაეწვა. მან აღნიშნულ ზომას, სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო მიმართა.

ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორის თეა ბელქანიას ინფორმაციით, არც ერთს მოვაჭრეს საკუთარი ბიზნესი დაზღვეული არ ჰქონდა.

მისივე თქმით, "აღნიშნული სავაჭრო ცენტრი "ვითიბი ბანკის" საკუთრებაში იყო და მხოლოდ ოთხი დღეა რაც ბაზრის ადმინისტრაციამ დაიკანონა", თუმცა ჯერჯერობით მათაც არ ჰქონდათ დაზღვეული.

ამ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრში სულ 50-მდე მაღაზია და 144 დახლი იყო განთავსებული. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ფოთში სავაჭრო ცენტრში ხანძარი ლოკალიზებულია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია