ბათუმში ავარიის შედეგად 12 წლის მოზარდი დაშავდა

ბათუმში ავარიის შედეგად 12 წლის მოზარდი დაშავდა

ბათუმში, თამარის დასახლებაში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი 12 წლის მოზარდი დაშავდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ განუცხადა, მოზარდი მსუბუქად დაშავდა, თუმცა მისი ჰოსპიტალიზაცია მაინც განხორციელდა. იგი დედათა და ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია