ხანძარი "შერატონ მეტეხი პალასში" - არიან დაშავებულები

ხანძარი "შერატონ მეტეხი პალასში" - არიან დაშავებულები

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასის" სარდაფში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი მუშა დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სარდაფში მდებარე თბოიზოლაციის სისტემას გაუჩნდა. ადგილზე მისული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, რომლებმაც სამსახურის ინფორმაციით, დროული რეაგირების შედეგად მოახდინეს ცეცხლის ლიკვიდაცია.

არსებული ინფორმაციით, თბოიზოლაციის სისტემაში გაჩენილმა ცეცხლმა გამოიწვია ძლიერი დაკვამლიანება და სწორედ კვამლის ჩასუნთქვის შედეგად დაშავდა 3 მუშა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დაშავებულ მუშებს დამწვრობა არ აღენიშნებათ.

"შერატონ-მეტეხი პალასში" სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი 1 კვ მეტრის ტერიტორიას არ გაცდენია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია