ქუთაისში მეორადი ტანსაცმლის მაღაზია გაძარცვეს

ქუთაისში მეორადი ტანსაცმლის მაღაზია გაძარცვეს

ქუთაისში მეორადი ტანსაცმლის მაღაზია გაძარცვეს. შემთხვევა დღეს დილით ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, მაღაზიიდან ტანსაცმელი და თანხაა წაღებული.

"როგორც ვიცი, წაღებულია მეორადი ტანსაცმელი და ნავაჭრი ფული, რაც მაღაზიაში ჰქონდა გამყიდველს დატოვებული. მეტი რა უნდა წაეღოთ ასეთი მაღაზიიდან", - აცხადებენ ჩეჩელაშვილის ქუჩის მცხოვრებლები.

საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია