ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის კედელი ჩამოინგრა - ნაშალი მასალა გამვლელ გოგონას დაეცა

ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის კედელი ჩამოინგრა - ნაშალი მასალა გამვლელ გოგონას დაეცა

აღმაშენებლის გამზირზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის კედელი ჩამოინგრა. ნაშალი მასალა გამვლელ გოგონას დაეცა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა განუცხადა, ახალგაზრდა ქალმა სხეულის დაზიანებები მიიღო. ამასთან, იგი იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია