ქუთაისში მდინარე რიონში 13 წლის ბიჭს ეძებენ

ქუთაისში მდინარე რიონში 13 წლის ბიჭს ეძებენ

მდინარე რიონში 13 წლის ბავშვს ეძებენ. როგორც AMBEBI.GE-ს ბავშვის ახლობლებმა განუცხადეს, ქუთაისში მცხოვრები 13 წლის ბიჭი გუშინ მეგობრებთან ერთად წავიდა და აღარ დაბრუნებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ ღამით 112-ში შევიდა შეტყობინება მოზარდის გაუჩინარების შესახებ და მას შემდეგ მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

"შეტყობინების მიღებისთანავე სამაშველო ჯგუფებმა დაიწყეს დაუყოვნებლივ სამაშველო სამუშაოები. გადაკეტილია დამბები. მაშველები მთელ პერიმეტრზე, სრული ძალით არიან მობილიზებული და ახორციელებენ ბავშვის საძიებო სამუშაოებს. ძიება მიმდინარეობს მდინარის სიღრმეში", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია