რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მანქანა ამობრუნდა

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მანქანა ამობრუნდა

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მანქანა ამობრუნდა. არსებული ინფორმაციით, მაგისტრალზე ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, რის შედეგადაც ერთ-ერთი ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია