კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:35 / 16-07-2017
"ავტობუსს საბურავი გაუსკდა, შემდეგ ტროტუარს დაეჯახა..." - რას ყვება თურქეთში მომხდარ ავარიაზე "ლამპრების" ქორეოგრაფი
დღეს დილით ავარია მოხდა თურქეთში, გირესუნის მახლობლად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტობუსი გადაბრუნდა, რომელშიც ქართული ანსამბლის "ლამპრების" მოცეკვავეები, ქორეოგრაფი და ოპერატორი იჯდა. ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიემგზავრებოდა. შემთხვევის შედეგად, განსაკუთრებით მძიმედ დაშავდა ოპერატორი, რომელსაც კონცერტი უნდა გადაიღო, ის ამ დრომდე გადის მკურნალბას.

AMBEBI.GE თურქეთში დაუკავშირდა ანამბლის ქორეოგრაფს ანზორ ლომინეიშვილს.

- ანზორ, რა მოხდა ტრაპიზონთან?
- ათ დღიან გასტროლებზე მივდიოდით ბულგარეთში, სადაც კონცერტები გვქონდა დაგეგმილი. გამთენიისას ჩაგვეძინა, უცებ მოხდა ავარია. როგორც ამბობენ, ავტობუსს საბურავი გაუსკდა, ჯერ წინა მხარით დაეჯახა ტროტუარს, რა დროსაც გავიღვიძე და
თავი მივარტყი მინას, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სახით დავვარდი ძირს. დაზიანებული მაქვს თავის ქალა და ზურგი. სულ 38 ადამიანი ვიყავით ავტობუსში და უფრო ისინი დაშავდნენ, ვინც მარჯვენა მხარეს იჯდა ავტობუსში, რადგან მარჯვენა მხარეს გადაბრუნდა ავტობუსი. 28 დავშავდით. განსაკუთრებით მძიმეა ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კონცერტი უნდა გადაეღო.

- როდის ბრუნდებით საქართველოში?

- 7-7 ადამიანი გადაგვანაწილეს საავადმყოფოებში, უკვე გამოგვწერეს და საქართველოში ვბრუნდებით. მე ერთ საათში ვიქნები ბათუმი, დანარჩენები სამმართველოში არიან თურქეთში და მალე დაბრუნდებიან. კონსულიც მათთან ერთად იმყოფება გამოკითხვაზე.

- თქვენ გყავდათ ბავშვები ჩაბარებული?

- მე მყავდა ბავშვები ჩაბარებული, თუმცა რამდენიმე მშობელიც გვახლდა. საშინელება მოხდა ადგილზე, ფაქტობრივად, გადმოვვარდი ავტობუსიდან და სახით დავეცი ასფალტზე, მაგრამ ბავშვები მსუბუქად დაშავდნენ, რის გამოც ღმერთს მადლობას ვეუბნებით.

იხილეთ ვიდეო

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
12:40 / 17-07-2017
ნანა
0
ან საბურავი რატომ უნდა გასკდეს? ამხელა გზაზე ახალი საბურავებით უნდა აღჭურვონ ავტობუსები...
12:40 / 17-07-2017
ucnobi
0
ანსამბლის ხელმძგვანელები არა თვითონ ორგანიზატორები ამ ფესტივალების ისინი აკეტბენ ფულს და ისნი ქირაობენ ანსამბლებისთვის ტრანსპორტს და დროა გადაიხედოს ვინ არიან ეს ორგანიზატორები და არის ტუ არა ამ დროს უსაფრტხოება ელემენტარული დაცული ვინმემ უნდა გააკონტროლოს
ლანა
0
19 ივლისი 2017 16:37
მართლაც ,რა ხდება? მშობლებს ამხელა თანხას ახდევინებენ, უსაფრთხოებაზე ვინ აგებს პასუხს. გაუგებარი ფესტივალები.რას ემსახურება? ვიღაცა მდიდრდება ბავშვების ხარჯზე.
მსგავსი სიახლეები
ავარია ქობულეთში: მიკროავტობუსისა და სატვირთოს შეჯახებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
მკვლელობის ფაქტზე 44 წლის მესუთ ოზკანი დააკავეს, რომელიც ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა
შემთხვევის შედეგად 4 მსუბუქი ავტომანქანა დაიმტვრა
ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილები შეეჯახნენ
გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს
ავარიის შედეგად, ტრაილერის მძღოლი მსუბუქად დაშავდა
სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:40 / 26-09-2017  Image ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
გავრცელდა ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განცხადება, რომელზეც დატანილია მცდარი ინფორმაცია
16:41 / 26-09-2017  Image "მითხრეს სანამ მონასტერს არ ააშენებ, მანამდე არ მოხვიდეო, ანუ ჯერ არ მოვკვდები..." - რას ყვება ანთიმოზ ბიჩინაშვილი კომიდან გამოსვლის შემდეგ
"როცა კომაში ვიყავი, თქვენ არ იცით, იქ რა საოცრებები ვნახე..."
22:00 / 26-09-2017  Image Lingwing.com - ახალი ქართული პლატფორმა, რომელიც უცხო ენების შესწავლას საოცრად გაგიმარტივებთ

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების თავბრუდამხვევმა სისწრაფემ ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო შეცვალა

16:38 / 25-09-2017  Image ვისზე იყო დაქორწინებული 40-იანი წლების თბილისის ყველაზე ლამაზი ქალი, ბუბუსია თვალავაძე
როგორც გიზო ნიშნიანიძე თავის მოგონებებში იხსენებს, ბუბუსიას თბილისში "შავ ბრილიანტს" ეძახდნენ
15:59 / 26-09-2017  Image 6 კითხვა, რომელსაც ქრისტე მეორედ მოსვლისას ყოველ ადამიანს დაუსვამს
როცა ღვთის შეუმცდარი სამსჯავროს წინაშე წარსდგება ყველა ადამიანი, განვლილი ცხოვრება აიწონება ქრისტეს მიერ დასმული 6 კითხვით
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49