"ავტობუსს საბურავი გაუსკდა, შემდეგ ტროტუარს დაეჯახა..." - რას ყვება თურქეთში მომხდარ ავარიაზე "ლამპრების" ქორეოგრაფი

"ავტობუსს საბურავი გაუსკდა, შემდეგ ტროტუარს დაეჯახა..." - რას ყვება თურქეთში მომხდარ ავარიაზე "ლამპრების" ქორეოგრაფი

დღეს დილით ავარია მოხდა თურქეთში, გირესუნის მახლობლად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტობუსი გადაბრუნდა, რომელშიც ქართული ანსამბლის "ლამპრების" მოცეკვავეები, ქორეოგრაფი და ოპერატორი იჯდა. ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიემგზავრებოდა. შემთხვევის შედეგად, განსაკუთრებით მძიმედ დაშავდა ოპერატორი, რომელსაც კონცერტი უნდა გადაიღო, ის ამ დრომდე გადის მკურნალბას.

AMBEBI.GE თურქეთში დაუკავშირდა ანამბლის ქორეოგრაფს ანზორ ლომინეიშვილს.

- ანზორ, რა მოხდა ტრაპიზონთან?

- ათ დღიან გასტროლებზე მივდიოდით ბულგარეთში, სადაც კონცერტები გვქონდა დაგეგმილი. გამთენიისას ჩაგვეძინა, უცებ მოხდა ავარია. როგორც ამბობენ, ავტობუსს საბურავი გაუსკდა, ჯერ წინა მხარით დაეჯახა ტროტუარს, რა დროსაც გავიღვიძე და თავი მივარტყი მინას, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სახით დავვარდი ძირს. დაზიანებული მაქვს თავის ქალა და ზურგი. სულ 38 ადამიანი ვიყავით ავტობუსში და უფრო ისინი დაშავდნენ, ვინც მარჯვენა მხარეს იჯდა ავტობუსში, რადგან მარჯვენა მხარეს გადაბრუნდა ავტობუსი. 28 დავშავდით. განსაკუთრებით მძიმეა ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კონცერტი უნდა გადაეღო.

- როდის ბრუნდებით საქართველოში?

- 7-7 ადამიანი გადაგვანაწილეს საავადმყოფოებში, უკვე გამოგვწერეს და საქართველოში ვბრუნდებით. მე ერთ საათში ვიქნები ბათუმი, დანარჩენები სამმართველოში არიან თურქეთში და მალე დაბრუნდებიან. კონსულიც მათთან ერთად იმყოფება გამოკითხვაზე.

- თქვენ გყავდათ ბავშვები ჩაბარებული?

- მე მყავდა ბავშვები ჩაბარებული, თუმცა რამდენიმე მშობელიც გვახლდა. საშინელება მოხდა ადგილზე, ფაქტობრივად, გადმოვვარდი ავტობუსიდან და სახით დავეცი ასფალტზე, მაგრამ ბავშვები მსუბუქად დაშავდნენ, რის გამოც ღმერთს მადლობას ვეუბნებით.

იხილეთ ვიდეო

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია