"დეზერტირების ბაზრობაზე" მდებარე საწყობებში ხანძარია

"დეზერტირების ბაზრობაზე" მდებარე საწყობებში ხანძარია

"დეზერტირების ბაზრის" ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, იწვის ბაზრის ტერიტორიაზე არსებული საწყობები.

მათი განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.

"ადგილზე გასულია 8 სახანძრო მანქანა და 4 სამაშველო ჯგუფი", - განაცხადეს უწყებაში.

იხილეთ: LIVE "დეზერტირების ბაზრობიდან", სადაც საწყობები იწვის

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია