"დაგვღუპეს, ვიღაც პრაქტიკოსი მოუყვანიათ, ვინც გაუკეთა ნარკოზი, ზედმეტი დოზით" - თერჯოლის საავადმყოფოში ბავშვი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა

"დაგვღუპეს, ვიღაც პრაქტიკოსი მოუყვანიათ, ვინც გაუკეთა ნარკოზი, ზედმეტი დოზით" - თერჯოლის საავადმყოფოში ბავშვი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა

თერჯოლაში, კლინიკა "თერჯოლამედში" ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, ანა კაპანაძე საღამოს, 22:00 საათზე საოპერაციოდ შეიყვანეს, თუმცა მცირეწლოვანი ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა.

„ბავშვი ორი დღის წინ საწოლიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი გაუტყდა, თუმცა ექიმებმა ოპერაცია გუშინ საღამომდე არ გაუკეთეს. ოპერაციის შემდეგ კი ბავშვი გარდაიცვალა. როგორც გვეუბნებიან, ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა. პასუხი უნდა მოეთხოვოს ანესთეზიოლოგს. მისი ბრალია ეს ყველაფერი", - აცხადებენ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები.

სამედიცინო დაწესებულებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. სამედიცინო დაწესებულების დაცვის წევრების თქმით, ექიმები ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფებიან.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია