გონიოში დამხრჩვალი 18 წლის ბიჭის ცხედარი მაშველებმა იპოვეს

გონიოში დამხრჩვალი 18 წლის ბიჭის ცხედარი მაშველებმა იპოვეს

გონიოში ზღვაში დამხრჩვალი 18 წლის ბიჭის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა ზღვაში, დაახლოებით, ორი საათის წინ შევიდა და შტორმის გამო ნაპირზე გამოსვლა ვერ შეძლო.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შემთხვევის დროს ზღვაში მყოფი ორი ადამიანი გადაარჩინეს. ორის საათის განმავლობაში კი 18 წლის ახალგაზრდას ეძებდნენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია