გორში, კორპუსის მე-3 სართულიდან 6 წლის ბავშვი გადმოვარდა

გორში, კორპუსის მე-3 სართულიდან 6 წლის ბავშვი გადმოვარდა

გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან 6 წლის ბავშვი გადმოვარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

დაშავებული საავადმყოფო "გორმედიში" გადაიყვანეს. ამ წუთებში მცირეწლოვანს ექიმები კვლევებს უტარებენ. მესამე სართულის აივნიდან გადმოვარდნილ ბავშვს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, დაზიანებები აქვს თავისა და კისრის არეში.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბავშვს თბილისის ბავშვთა სპეციალიზებულ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია