ებრაელი ტურისტი საქართველოში სელფის გადაღებას ემსხვერპლა

ებრაელი ტურისტი საქართველოში სელფის გადაღებას ემსხვერპლა

თრუსოს ხეობაში ებრაელი ტურისტი დაიღუპა. შემთხვევა 20 ივლისს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ტურისტი ხეობაში გაზის მილზე იდგა და სელფს იღებდა. როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, სურათის გადაღებისას ახალგაზრდა ხეობისკენ გადაიხარა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. მაშველებმა გარდაცვლილის ცხედარს ჩავარდნის ადგილიდან 3 კმ-ში, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.

როგორც AMBEBI.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოებში მცხეთა-მთიანეთის სამაშველო ჯგუფები, ჯამში 15 მაშველი მონაწილეობდა. გარდაცვლილი ტურისტის ცხედარს მაშველებმა 21 ივლისს, დილის 08:00 საათზე მიაკვლიეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია