ფოტოები ავარიის ადგილიდან, რომელშიც თბილისის ყოფილი მერი მძიმედ დაშავდა

ფოტოები ავარიის ადგილიდან, რომელშიც თბილისის ყოფილი მერი მძიმედ დაშავდა

თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ავარიაში მოყვა. ზოდელავა 1998-2004 წლებში იყო თბილისის მერი. არსებული ინფორმაციით, იგი "ნიუ ჰოსპიტალშია" მოთავსებული. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და მდგომარეობა კრიტიკულია.

უმძიმესი ავარია, რომელშიც ზოდელავა დაშავდა, წუხელ ქვემო ფონიჭალაში მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი - ოპელის, მერსედესისა და ჰონდას მარკის ავტომობილები შეეჯახა.

ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც ოპელის მარკის ავტომობილს მართავდა. ორი დაშავებული კი თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტოები: ტელეკომპანია ქვემო ქართლი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია