გორში გამნაღმველებმა ძველი სასწავლო ჭურვი გააუვნებელყვეს

გორში გამნაღმველებმა ძველი სასწავლო ჭურვი გააუვნებელყვეს

გორში, მდინარე ლიახვის ნაპირას გამნაღმველებმა ძველი სასწავლო ჭურვი გააუვნებელყვეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მდინარის ნაპირზე უცხო ნივთის აღმოჩენისას ადგილზე სამართალდამცველებმა გამნაღმველები გამოიძახეს.

"ძველი სასწავლო ჭურვი გამნაღმველებმა ადგილზე გააუვნებელყვეს. ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით", - აცხადებენ სამინისტროში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია