დიდუბეში ავარიული სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა

დიდუბეში ავარიული სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა

დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე ავარიული სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა.

როგორც AMBEBI.GE-ს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულთაგან ორი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, ერთი კი - მიხაილოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს; კიდევ ერთმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

ნახეთ ფოტოები და კადრები შემთხვევის ადგილიდან

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია