კადრები დიდუბიდან, სადაც სახლის ჩამონგრევისას 1 ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, არიან დაშავებულები

კადრები დიდუბიდან, სადაც სახლის ჩამონგრევისას 1 ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, არიან დაშავებულები

დიდუბეში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

როგორც AMBEBI.GE-ში შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სოხუმის ქუჩაზე შენობის დემონტაჟი ხორციელდებოდა, რა დროსაც ის ჩამოიგრა. შედეგად გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

ნახეთ კადრები ადგილიდან, მონტაჟის გარეშე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია