3 გარდაცვლილი, 2 დაშავებული - ავარია კახეთში

 3 გარდაცვლილი, 2 დაშავებული - ავარია კახეთში

ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორმა მგზავრმა კი, მათ შორის ავტომობილის მძღოლმა, სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი დიდი სისწრაფით მოძრაობდა, რის გამოც მძღოლმა მართვის კონტროლი დაკარგა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია