წაღვერის ტყეში ცეცხლის მცირე კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

წაღვერის ტყეში ცეცხლის მცირე კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, ამ დროისთვის ცეცხლის მცირე კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

"100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იყო და ტერიტორიას მეთვალყურეობას უწევდა, რომ არ წარმოქმნილიყო ხანძრის ახალი, ძლიერი კერა. გამთენიისას, როგორც კი ხილვადობა აღსდგა, მაშინვე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა და მაშველებმა განაახლეს მუშაობის პროცესი. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, რომ ხანძრის სრული ლიკვიდაცია განხორციელდეს", - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია