კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის ხიდებთან ძლიერი ხანძარია

კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის ხიდებთან ძლიერი ხანძარია

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის ხიდებთან ხანძარია. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ საწყობებს გაუჩნდა. ერთ-ერთი ცნობით კი, ცეცხლი სტამბა "შარავანდს" უკიდია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და ხანძრის ლოკალიზებისთვის აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე განცხადებით, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია