თურქეთში ავტობუსი გადაბრუნდა: არიან დაღუპულები, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეცაა

 თურქეთში ავტობუსი გადაბრუნდა: არიან დაღუპულები, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეცაა

თურქეთში, ამასიას პროვინციაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 36 კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ თურქული ტელეარხი NTV იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსი, რომელიც სტამბოლიდან სამსუნში მიემართებოდა, ქალაქ მერზიფონში გადატრიალდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. იხილეთ ვიდეო

ავარიის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაშავდა. როგორც AMBEBI.GE-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებული ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია