ავარია თერჯოლაში: დაღუპულია 20 წლამდე ასაკის ორი ბიჭი

 ავარია თერჯოლაში: დაღუპულია 20 წლამდე ასაკის ორი ბიჭი

თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები 20 წლამდე ასაკის ბიჭები არიან. ავარიის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი. როგორც ირკვევა, მანქანაში სამნი ისხდნენ და ავარიის დროს ხეს შეეჯახნენ.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია