თბილისში ავარიის შედეგად ავტომობილი აალდა - არიან დაშავებულები

თბილისში ავარიის შედეგად ავტომობილი აალდა - არიან დაშავებულები

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი აალდა. ერთმანეთს "მერსედესისა" და "ჰონდას" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია