ავლაბარში, სამგზავრო ავტობუსის და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავებული 3 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ავლაბარში, სამგზავრო ავტობუსის და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავებული 3 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ავლაბარში მომხდარი ავარიის შედეგად 3 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთს მოტეხილობები აღენიშნება. ავლაბარში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ყვითელ ავტობუსი შეეჯახა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტოს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზები და ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია