ინციდენტი "სამტრედია"-"დინამოს" მატჩზე: გულშემატკივარმა მსაჯებს ბოთლი ესროლა

ინციდენტი "სამტრედია"-"დინამოს" მატჩზე: გულშემატკივარმა მსაჯებს ბოთლი ესროლა

ინციდენტი მოხდა სამტრედიის საფეხბურთო მოედანზე, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი კლუბი "სამტრედია" და თბილისის "დინამო" შეხვდნენ. მატჩმა, რომელიც ფრედ, 1-1 დასრულდა, კლუბ "სამტრედიას" გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია.

ერთ-ერთმა მათგანმა ტრიბუნიდან მსაჯების მიმართულებით ბოთლი ისროლა. ინციდენტის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც შსს-ში განმარტავენ, საქმის ძიება ადმინისტრაციული სამართალწარმოების 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია