ბორჯომში კვადროციკლი ამობრუნდა - გარდაცვლილია არაბი ტურისტი ქალი, მისი ოჯახის წევრები მძიმედ არიან

ბორჯომში კვადროციკლი ამობრუნდა - გარდაცვლილია არაბი ტურისტი ქალი, მისი ოჯახის წევრები მძიმედ არიან

კვადროციკლის ამოტრიალების გამო ბორჯომში ერთი პირი გარდაიცვალა. ბორჯომში, ე.წ. პლატოს აღმართზე კვადროციკლი ამობრუნდა, რომლითაც არაბი ტურისტების ოჯახი გადაადგილდებოდა. შემთხვევის შედეგად ქალბატონი გარდაიცვალა, მისი მეუღლე, ბავშვები და კვადროციკლის მძღოლი კი მძიმედ დაშავდნენ. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც Ambebi.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს,გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია