ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე აფეთქების ხმა იყო, ამ დროისთვის ადგილზე 4 საცხოვრებელი სახლი იწვის

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე აფეთქების ხმა იყო, ამ დროისთვის ადგილზე 4 საცხოვრებელი სახლი იწვის

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე აფეთქების ხმა იყო. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, ამ დროისათვის ოთხი საცხოვრებელი სახლი იწვის. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სასწრაფო და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია