ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ხანძარი თხევადი აირის აფეთქებამ გამოიწვია, არიან დაშავებულები

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ხანძარი თხევადი აირის აფეთქებამ გამოიწვია, არიან დაშავებულები

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ხანძარი თხევადი აირის აფეთქებამ გამოიწვია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აფეთქების შედეგად იწვის 4 სახლი. ასევე დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებმაც მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღეს. ერთი დაშავებული ცოტა ხნის წინ კლინიკა "მედინაში" გადაიყვანეს, მეორე კი - რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრეებსა და სასწრაფო დახმარების ბრიგადებთან ერთად, ექსპერტ-კრიმინალისტები და ადგილობრივები იმყოფებიან, რომლებიც ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი ახლომდებარე კერძო თხევადი გაზის სადგურის გაუქმებას ითხოვდნენ.

შემთხვევის ადგილზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მივიდა.

მინისტრი დაზარალებულ მოქალაქეებს გაესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბათუმის მერია დაშავებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევს.

იხილეთ ვიდეო: პირველი კადრები ბათუმიდან, სადაც აფეთექბა მოხდა - ადგილზე 4 სახლი იწვის და არიან დაშავებულები

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია