ჩაქვისა და ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ჩაქვისა და ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ჩაქვისა და ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი რუსეთში მცხოვრები სომეხი ეროვნებისაა, რომელიც აჭარაში დასასვენებლად იყო ჩასული.

მამაკაცი გუშინ, დღის მეორე ნახევარში ზღვაში შევიდა და გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები და სამართალდამცავები არიან ჩართული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია