ოკაცეს კანიონთან რუსი ტურისტების ავტომანქანა აფეთქდა

ოკაცეს კანიონთან რუსი ტურისტების ავტომანქანა აფეთქდა

ოკაცეს კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ცეცხლი ავტომობილის სადენებს გაუჩნდა და ამ ეტაპზე ინციდენტი ამოწურულია.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრე მაშველები.

”იქიდან გამომდინარე, რომ არავინ იყო მომჩივანი და დაზარალებული, საქმეზე ძიება არ დაწყებულა,” - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შემთხვევის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფოტოს ავტორი გურამ შეროზიაა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია