სოფელ დაბას ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზება ქარის გამო გართულებულია

სოფელ დაბას ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზება ქარის გამო გართულებულია

სოფელ დაბას ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზება ქარის გამო გართულებულია, - ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ცეცხლი დაახლოებით 500 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული.

"სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის სოფელ დაბას ტერიტორიაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ფართობს ცეცხლი უკიდია. ხანძარი დაახლოებით 500 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული. ხანძრის ლოკალიზება გართულებულია ქარის გამო. ადგილზე მობილიზებული არიან ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები, ადგილობრივი სახანძრო, პოლიცია, სამაშველო სამსახური და ელოდებიან ვერტმფრენს. ადგილზე იმყოფება ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა", - ნათქვამია განცხადებაში.

ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება. (იხილეთ ვიდეო)

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია