ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ ეტაპზე ღია ცეცხლის კერები აღარ არსებობს, თუმცა, მეხანძრე მაშველები ტერიტორიაზე კვალვ მუშაობენ და ტერიტორიის გადასინჯვა მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ცალკეული ტერიტორიის დამუშავება, რათა კვლავ არ მოხდეს ცეცხლის გავრცელება.

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზე ბალახის საფარს ეკიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია