სოფელ დაბას ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

სოფელ დაბას ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ბორჯომის რაიონის სოფელ დაბას ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძრის ჩაქრობას სახანძრო-სამსაშველო სამსახურთან ერთად ადგილობრივი აცხოვრებლები, სულ 100-კაციანი ჯგუფი ცდილობს. ისინი ხანძრის ირგვლივ თხრილებს აკეთებენ, რათა ცეცხლის გავრცელება შეაჩერონ. რთული რელიეფიდან გამომდინარე, სახანძრო მანქანები ადგილზე ვერ მუშაობენ და ცეცხლის ჩაქრობას შსს-ის სასაზღვრო პოლიციის ერთადერთი ვერტმფრენი ცდილობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამეშაოებს ძლიერი ქარიც ართულებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცეცხლი უკვე 1 ჰექტარზე მეტ ტყის მასივზეა მოდებული.

ცეცხლი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარ ტყის ფართობს უკიდია და ახალი ნარგავებზე ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია