სოფელ დაბის მიმდებარედ მეხანძრე-მაშველების მობილიზება ხდება - ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან

სოფელ დაბის მიმდებარედ მეხანძრე-მაშველების მობილიზება ხდება - ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში დამატებითი ტექნიკის მობილიზება ხდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მძიმე სახანძრო ტექნიკა ადგილზე უკვე ჩავიდა და ხანძრის ადგილას მიემართებიან.

რაც შეეხება ცოცხალ ძალას, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია 270 მეხანძრე-მაშველი და სიტუაციის შესაბამისად მათი რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

"არის ძლიერი ქარი და იმის საშიშროება, რომ ახალი კერები კიდევ გაჩნდეს", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებს ბორჯომის ხეობაში განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა შესაბამისი უწყება მოიბილიზებულია, რათა მოხდეს ხანძრის ჩაქრობა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ დროისთვის მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა, თუ ამის საჭიროება იქნება, ალავიძის თქმით, ევაკუაცია აუცილებლად მოხდება.

რაც შეეხება ახალ კერებს, მინისტრის ინფორმაციით, ტერიტორიაზე მუშაობს ცოცხალი ძალა, თუმცა რელიეფიდან გამომდინარე ჭირს ტექნიკის მიყვანა.

როგორც ალავიძემ აღნიშნა, ადგილზე პრემიერ-მინისტრს ელოდებიან და საგანგებოდ შექმნილ შტაბში თათბირი გაიმართება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია