საგანგებო შტაბის უახლესი მონაცემები და ფოტორეპორტაჟი ბორჯომის ხეობიდან

საგანგებო შტაბის უახლესი მონაცემები და ფოტორეპორტაჟი ბორჯომის ხეობიდან

განახლებული| ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბი, ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებას აფასებს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შტაბის წევრებთან და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად მიმდინარე და დაგეგმილ მოქმედებებს განიხილავს.

"სტიქიის სამ კერაზე გარკვეული მონაკვეთების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ხანძრის მასშტაბი მაინც დიდი რჩება.

ამ დროისთვის მუშაობას აგრძელებს მძიმე ტექნიკა, მეხანძრეები და მაშველები ხანძრის ჩაქრობას მთელი ღამის მანძილზე გააგრძელებენ. დილიდან კი ცეცხლის კერების სალიკვიდაციო ოპერაციაში კვლავ ავიაცია ჩაერთვება. აზერბაიჯანისა და თურქეთის რეპუბლიკის მთავრობების მიერ გამოგზავნილ ვერტმფრენებს, თურქეთიდან გამოგზავნილი სპეციალური სამაშველო თვითმფრინავი და ბელორუსული ვერტმფრენიც შეუერთდება. შტაბის წევრები ღებულობენ ინფორმაციას ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შესახებ. პრემიერ-მინისტრის დავალებით ხეობაში უკვე გაიგზავნა მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა რეკომენდაციები ასთმით, კარდიოვასკულური და სხვა რესპირატორული დაავდებების მქონე პირებისთვის, ხანდაზმულებისთვის, ბავშვებისა და ორსულებისთვის, ასევე, მწეველებისა და მეხანძრეებისთვის. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრო მაშველებისა და მოსახლეობისთვის რესპირატორებისა და პირბადეების მიწოდებას უზრუნველყოფს.

სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და სპეციალური ტექნიკა, რომლებიც უზრუნველყოფენ ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილებას.

სტიქიის ადგილზე რჩება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგანგებო შტაბი 24 საათიან უწყვეტ რეშიმში აგრძელებს მუშაობას.

მთელ ტერიტორიაზე, სრული მობილიზაციის პირობებში, სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობენ მეხანძრე-მაშველები, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ტყის მცველები. ასევე, მუშაობას აგრძელებს მძიმე ტექნიკა", - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ფოტოგალერეა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია