ატენის ხეობაში ხანძარია

ატენის ხეობაში ხანძარია

ატენის ხეობაში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოშურთან ახლოს ხანძარია. ცეცხლი წიწვოვანი ტყის მასივს უკიდია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი დაახლოებით ერთ ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის ადგილი არის კლდოვანი და სახანძრო სამუშაოების ჩასატარებლად მიუდგომელი, თუმცა მეხანძრე მაშველები ადგილზე უკვე მუშაობენ.

ადგილზე უკვე იმყოფებიან შიდა ქართლის გუბერნატორი, სამხარეო პოლიციის უფროსი. მიმდინარეობს ღონისძიებების შემუშავება ხანძრის სალიკვიდაციოდ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია