სოფელ დაბას მიმდებარედ, 6-7 ჰექტარის მანძილზე ცეცხლის კერები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელმა ჩააქრეს

სოფელ დაბას მიმდებარედ, 6-7 ჰექტარის მანძილზე ცეცხლის კერები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელმა ჩააქრეს

წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა, სოფელ დაბას მიმდებარედ, სავალ გზაზე ტყის მასივის მიმართულებით 6-7 ჰექტარზე გაჩენილი ცეცხლის კერების ლოკალიზება მოახდინეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და გაერთიანებული წყალმომარაგებისა კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე, 100-ზე მეტ თანამშრომელთან ერთად სტიქიის ზონაში გუშინ საღამოდან იმყოფებიან.

"აქტიური სამუშაოები გრძელდება და დამატებითი ცოცხალი ძალა და შესაბამისი ტექნიკა ხვალ დილიდან ჩაერთვება. სტიქიის ზონაში რამდენიმე ერთეული წყალმზიდი ტექნიკა მთელი დღის მანძილზე მუშაობს, გაკეთდა დროებითი წყალსადენი მილები ხანძრის კერებთან სიახლოვეს, რომლის საშუალებითაც კომპანია ახდენს წყლის მიწოდებას შესაბამისი სახანძრო და სამაშველო სამსახურებისთვის.

სამინისტროს მიერ ადგილზე ბორჯომის ხეობაში მეორე დღეა მობილიზებულია რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია